Loading data...
რუსეთმა ზაპოროჟიეს შეუტია - დაიღუპა 12 ადამიანი, 20 კი დაშავდა

რუსეთმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

„მაშველებმა აფეთქების ადგილებში ხანძრის ყველა კერა ჩააქრეს. სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებმა დახმარება 38 ადამიანს გაუწიეს, მათ შორის ექვს ბავშვს და ორ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

ფედოროვის თქმით, ამ დროისთვის ცნობილია 20 დაშავებულის შესახებ. 23-დან 68 წლამდე ასაკის პირები სამედიცინო დახმარებას იღებენ.