1786860041
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური დარტყმა განახორციელეს კიევზე, კრივოი-როგზე, კამენსკოეზე და კრემენჩუკზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინება.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე განჟას განცხადებით, რუსეთის იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა, ექვსი კი დაშავდა.