1757224690
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით კიდევ ერთი მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ამავე ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს კიევზე, ოდესაზე, ზაპოროჟიეზე, ხარკოვზე, კრემენჩუკსა და კრივოი როგზე.
დაღუპულია 3 ადამიანი, 11 კი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი.
„უპილოტო საფრენი აპარატის სავარაუდო ჩამოგდების შედეგად, კიევის პეჩერსკის რაიონში, სამთავრობო შენობაში ხანძარი გაჩნდა“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.