1766137940
უცხოეთი
რუსეთმა უკრაინას 1003 სამხედროს ცხედარი გადასცა
მოსკოვმა კიევს 1003 ცხედარი გადასცა, რომლებიც, რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნის. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
ცხედრების დაბრუნება წითელი ჯვრის კომიტეტის, უკრაინის საკოორდინაციო შტაბის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შს სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოს და უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულის ოფისის მონაწილეობით გახდა შესაძლებელი.
ცხედრებს შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ, რათა მათი იდენტიფიცირება მოხდეს.