Loading data...
რუსეთმა პირველად ოდესის ოლქი მართვადი ავიაბომბებით დაბომბა

რუსულმა ძალებმა პირველად მართვადი ბომბებით ოდესის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. 

„ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, გამოიყენეს მოდიფიცირებული 5 სარაკეტო ბომბი“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის განცხადებაში. 

ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოდესის ოლქში რუსების მიერ მართვადი ავიაბომბების გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. 

„დღევანდელი საჰაერო დარტყმის დროს, რუსეთის არმიამ პირველად გამოიყენა მართვადი ბომბები ჩვენს რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, - აცხადებს ოლეგ კიპერი. 

კიპერმა განმარტა, რომ ეს ოდესის რეგიონისთვის ახალი სერიოზული საფრთხეა, რადგან ასეთი დარტყმები კოლოსალურ საფრთხეს უქმნის ადამიანებს და შეიძლება დიდი ზიანი გამოიწვიოს.