1774706773
უცხოეთი
რუსეთმა კრივოი-როგზე იერიში მიიტანა - დაიღუპა ორი ადამიანი
რუსულმა ძალებმა 28 მარტს უკრაინაში, ქალაქ კრივოი-როგზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე განჟა ავრცელებს.
„ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ეს არის მტრის თავდასხმის შედეგები კრივოი-როგზე“, - აცხადებს განჟა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, დაზიანდა სამრეწველო ობიექტი და გაჩნდა ხანძარი.