1795673495
უცხოეთი
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხარკოვს კი დრონებით შეუტია, არის მსხვერპლი - უკრაინული მხარე
რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
ამავე ცნობით, იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, მათგან ორი კი მძიმე მდგომარეობაში.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ხარკოვსაც შეუტია.
ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ხარკოვში საცხოვრებელ შენობას დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.