1786861922
უცხოეთი
რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში იერიში მიიტანა
გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, რასაც ხანძარი მოჰყვა. არიან დაშავებულებიც. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქებები და ხანძრები ობოლონისა და ჰოლოსიივის რაიონებში დაფიქსირდა. მასშტაბური ხანძარი გაჩნდა „პეტროვკის“ წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ამასთან, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის განცხადებით, რუსებმა რაიონის დასახლებულ პუნქტებსაც დაარტყეს.