1764055573
უცხოეთი
რუსეთმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია, არიან დაღუპულები
24-25 ნოემბერს, ღამით, რუსეთმა კიევზე მორიგი მასირებული საჰაერო იერიში განახორციელა. რუსულმა ძალებმა დრონები და რაკეტები გამოიყენეს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სციატოშინსკის რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში 9 ადამიანია დაშავებული.
რუსეთმა „კინჟალის“ და „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები და მოიერიშე დრონები გამოიყენა. რამდენიმე რაიონს გათბობა გაეთიშა.
სარაკეტო იერიშის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება. სამაშველო სამსახურები იუწყებიან, რომ ნანგრევების ქვეშ შეიძლება ადამიანები იყვნენ მოყოლილები.