Loading data...
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია - დაიღუპა 3 ადამიანი, 29 კი დაშავდა, მათ შორის 7 ბავშვი

კვირას, 26 ოქტომბერს, ღამით რუსეთმა კიევს მოიერიშე დრონებით შეუტია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

„მაშველები დესნიანსკის რაიონში დრონის დარტყმის შედეგებს უმკლავდებიან, სადაც ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთ ადგილას დრონის დარტყმის შედეგად ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ზედა სართულებიდან ცამეტი ადამიანი გადაარჩინეს“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. 

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია სხვა მისამართზე მდებარე 16-სართულიანი შენობის და ობოლონსკის რაიონში მდებარე კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობის დაბომბვის შესახებ. ავიაიერიშის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ბავშვი.