1772827400
უცხოეთი
რუსეთმა კიევის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა - უკრაინული მხარე
6 მარტის ღამეს რუსეთმა კიევის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ორ რაიონს ზიანი მიადგა. ინფორმაციას კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კალაშნიკი ავრცელებს.
„ოლქის ორ რაიონში გვაქვს დაზიანებები. ბუჩის რაიონში დაზიანდა კერძო სახლი და ავტომობილი. ვიშგოროდის რაიონში — კერძო სახლი და სამეურნეო ნაგებობები.
საბედნიეროდ, ზარალი უმნიშვნელოა. ისინი, ვისი სახლებიც დაზიანდა, ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ“, - აცხადებს კალაშნიკი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.