რუსეთმა კიევის ოლქს დრონებითა და რაკეტებით შეუტია, არის მსხვერპლი
რუსეთმა 13-14 მარტის ღამეს კიევის ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტია, რასაც რამდენიმე რაიონში ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
ეროვნული პოლიციის განცხადებით, იერიშების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.
საჰაერო დარტყმები ოლქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა. ბროვარიში საწყობი და საწარმოო ობიექტები, ასევე, საერთო საცხოვრებლის შენობა დაზიანდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოგრებიში ხანძარი გაჩნდა რესტორნის სახურავზე.
ვიშგოროდის რაიონის სოფელ ნოვი პეტროვციში საწყობის შენობები განადგურდა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
უკრაინკაში, ობუხივის რაიონში, ნანგრევების ჩამოცვენის გამო, ცხრასართულიან შენობას სახურავზე ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ასევე გაჩნდა ობუხოვსა და ტარასივკაში მდებარე კერძო სახლებში.
ბუჩანსკის რაიონის სოფელ სტოიანკაში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.
ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო კიევსა და მიმდებარე რეგიონშიც. კერძოდ, ელექტროენერგია საგანგებოდ გაითიშა კიევსა და ბუჩას რაიონში.