1790854477
უცხოეთი
რუსეთმა დრონებით დაბომბა კიევის სამხრეთის ხიდი, რის გამოც მეტროს და ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა
რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთის ხიდი დაბომბეს, რის შედეგადაც მეტროს და ავტომობილების მოძრაობა შეჩერდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ცნობით, რუსული დრონი კიევში სამხრეთ ხიდს მაშინ შეეჯახა, როდესაც მეტროს მატარებელი ხიდის ღია მონაკვეთზე გადიოდა.
დრონის იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
მატარებელმა მარჯვენა სანაპიროს მიაღწია, ხიდის ღია მონაკვეთი გადაკვეთა და ვიდუბიჩის სადგურში შევიდა, სადაც მგზავრები გადმოსხდნენ.
ამასთან, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სამხრეთ ხიდის დამხმარე მონაკვეთთან ორი დრონით დარტყმის შესახებ განაცხადა.
„რუსი სამხედროები კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს აგრძელებენ“, - წერს უკრაინული მედია.