1749302325
უცხოეთი
რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა - სამი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

7 ივნისს რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა. ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.
„იაბლონოვკაში, ილინოვსკაიას თემში, რუსებმა ორი ადამიანი მოკლეს და ორი სახლი დააზიანეს. კონსტანტინოვკაში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
ფილაშკინის თქმით, პოკროვსკში ერთი ადამიანი დაშავდა. FPV დრონმა ქალაქში დამხმარე შენობა დააზიანა.
„გარდა ამისა, ჩვენ შევძელით ინფორმაციის მოძიება რუბცოვის ლიმანის თემის მცხოვრების შესახებ, რომელიც წინა დღეს გარდაიცვალა“, - დასძინა დონეცკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.