Loading data...
რუსეთმა დნეპრს რაკეტებითა და დრონებით შეუტია

რუსეთმა დნეპრს რაკეტებითა და დრონებით შეუტია, დარტყმების შედეგად არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს

როგორც უკრაინული მედია წერს, დნეპრზე რუსული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. რვა ადამიანი - 4 ქალი და 4 კაცი - საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმები მათ მდგომარეობას საშუალო სიმძიმედ აფასებენ.

მათივე ინფორმაციით, დარტყმების შედეგად საცხოვრებელი სახლები განადგურდა.