Loading data...
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს

„რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს და ერთმანეთს 103-103 ადამიანი გადასცეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ტყვეთა ბოლო გაცვლა 26 ივნისს შედგა, ხოლო დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მხარეებმა ერთმანეთს ივლისსა და აგვისტოში გადასცეს.