1772798652
უცხოეთი
რუსეთმა და უკრაინამ 300-300 ტყვე გაცვალეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვმა და კიევმა ტყვეთა გასვლის მეორე რაუნდი ჩაატარეს. მხარეებმა ერთმანეთს 300-300 ტყვე გადასცეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
ამ გაცვლის შუამავლებად, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და აშშ გამოვიდნენ.
5 მარტს მხარეებმა 200-200 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ამის შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ 5-6 მარტს საერთო ჯამში 500 -500 ტყვეს გაცვლა იგეგმება.