1759904647
უცხოეთი
რუსეთმა და ინდოეთმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

რუსეთმა და ინდოეთმა ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ შტატ რაჯასტანში ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელიც 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ უცხოური მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნების მთავარი მიზანია ინდოეთისა და რუსეთის დანაყოფების თანმიმდევრულობის გაუმჯობესება ტერორიზმთან ბრძოლაში, მათ შორის ანტიტერორისტული ოპერაციების ტაქტიკის გაუმჯობესება.
მანამდე კი, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდოეთში ვიზიტს გეგმავს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება.