1779277087
უცხოეთი
რუსეთმა და ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა გააგრძელეს
რუსეთმა და ჩინეთმა 2027 წლამდე უვიზო მიმოსვლა გააგრძელეს. აქამდე ეს რეჟიმი 2026 წლის სექტემბრამდე მოქმედებდა. ინფორმაციას Nexta live ავრცელებს.
მხარეების შეთანხმების მიხედვით, უვიზო მიმოსვლა ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
ჩინელი ტურისტებისთვის ძირითადი მიმართულებებია მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ვლადივოსტოკი და ტბა ბაიკალი.
ამასთანავე, ექსპერტები ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ტურებს, ძირითადად, ჩინური კომპანიები უზრუნველყოფენ, ხოლო ჩინური საგადამხდელო სისტემების, (Alipay и WeChat Pay) გამოყენების გამო, ფულის დიდი ნაწილი ისევ ჩინეთში მიდის. ამის გამო რუსეთში ეკონომიკას წელიწადში 1 – 1,5 მლრდ დოლარი აკლდება.