1713179763
უცხოეთი
რუსეთმა და ჩინეთმა ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს
ირანის მოკავშირე ქვეყნებმა, ისევე როგორც ისრაელის პარტნიორებმა, ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთმა, ისრაელზე ავიაიერიშის გამო, ირანი საჯაროდ არ გააკრიტიკა, მაგრამ კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის რისკის გამო შეშფოთება გამოხატა.
„შემდგომი ესკალაცია არავის ინტერესებში შედის“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ახლო აღმოსავლეთში ომის შესახებ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოუწოდა მხარეებს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ, რათა დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ.