Loading data...
რუსეთმა აშშ-ს გადასცა უკრაინული დრონიდან ამოღებული მონაცემების გაშიფვრის მასალები

რუსეთმა აშშ-ს გადასცა უკრაინული დრონიდან ამოღებული მონაცემების გაშიფვრის მასალები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს მასალები ადასტურებს, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს უკრაინული დრონების თავდასხმის საბოლოო სამიზნე ნოვგოროდის ოლქში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციის ერთ-ერთი ობიექტი იყო.

„2025 წლის 29 დეკემბრის ღამეს, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის დროს, ნოვგოროდის ოლქის თავზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოგდებული უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის კონტროლერი და მარშრუტიზაციის გაშიფრული მონაცემები გადაეცა მოსკოვში აშშ-ის საელჩოსთან არსებული სამხედრო ატაშეს აპარატის წარმომადგენელს“, - ნათქვამია განცხადებაში.