Loading data...
რუსეთმა ამ კვირაში უკრაინის 13 რეგიონი დაბომბა, 1 550-ზე მეტი დრონი და 62 რაკეტა გამოიყენა - უკრაინული მხარე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამ კვირაში რუსულმა ძალებმა უკრაინის 13 რეგიონი დაბომბეს. 

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინული ქალაქებისა და თემებისკენ 1 550-ზე მეტი დრონი, 1 560-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 62 რაკეტა გაუშვა, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტები იყო.

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

ბალისტიკური რაკეტებით ასევე დაბომბეს კრემენჩუკი და კრივოი-როგი. კრივოი-როგში ორი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.