1788774117
უცხოეთი
რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საუბარი ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შედგა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრისას სახელმწიფოს მეთაურებმა ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის არაერთი აქტუალური საკითხი განიხილეს.
მხარეებმა სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.