1766754744
უცხოეთი
„რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა, გადავწყვიტეთ დიალოგის გაგრძელება“ - დიმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კრემლის ლიდერის დავალებით „რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა.“
„ასეთი სატელეფონო კონტაქტი შედგა. ჩვენ გადავწყვიტეთ დიალოგის გაგრძელება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რუსული მხრიდან საუბარში პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი მონაწილეობდა, ხოლო ამერიკული მხრიდან „რამდენიმე თანამოსაუბრე იყო“.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თეთრ სახლში თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდება.