1770882580
უცხოეთი
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში სარაკეტო ბაზაზე ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა
11-12 თებერვალს, ღამით, რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს ბაზაზე საჰაერო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება.
შეტევას ხანძარი და ჭურვების ძლიერი დეტონაცია მოჰყვა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძარი ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია.
რუსული წყაროების ცნობით, იერიში დასახლება კოტლუბანის მახლობლად მდებარე სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების არსენალზე განხორციელდა.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის თქმით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები სარაკეტო იერიშს იგერიებდნენ. უკრაინის მხარეს იერიშზე პასუხისმგებლობა არ აუღია.