1778217797
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 200-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინელების 264 დრონი ჩამოაგდეს.
რუსული მხარის ცნობით, უკრაინული დრონები მოსკოვის თავზე დაფრინავდნენ.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დრონები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ჩამოაგდეს.
ამასთან, რუსულმა ძალებმა უკრაინული დრონები ჩამოაგდეს აზოვისა და შავი ზღვის თავზე, ასევე ყირიმსა და მოსკოვის ოლქში.