1766643108
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 140-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკრაინელების 141 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტი - 62 უპილოტო საფრენი აპარატი - ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 ტულის ოლქში, 11 - კალუგაში, 9 - მოსკოვის ოლქში, 8 ადიღეში, 7 კრასნოდარში, ექვს-ექვსი ყირიმსა და როსტოვში, ხუთი-ხუთი ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში და აზოვის ზღვის თავზე, 4 კურსკის ოლქში და ერთი - ვოლგოგრადში.
ამასთან, როგორც რუსული მედია იტყობინება, კრასნოდარის მხარის ტემრიუკის პორტში დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის ორ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.