1768195883
უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 10-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში საჰაერო ძალებმა 13 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, როსტოვის ოლქში ოთხი დრონი ჩამოაგდეს, ორ-ორი ყირიმის, ადიღეს, კურსკის ოლქისა და შავი ზღვის თავზე, ხოლო კიდევ ერთი - ვორონეჟის ოლქის თავზე.
ინფორმაციისთვის, 12 იანვრის ღამეს რუსულმა ძალებმა დრონებით კვლავ შეუტიეს კიევს.
უკრაინული მხარე შესაძლო მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ავრცელებს.
ამასთან, ამ ეტაპზე, ასევე უცნობია, რამდენი დრონით შეუტია მოსკოვმა კიევს.