1748872672
უცხოეთი
რუსეთის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის ადოლფ ჰიტლერთან შედარების ფოტოები აკრძალა

რუსეთში, ომსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა 12 ვებგვერდი, სადაც განთავსებული იყო სატირული მიმები. მიმებზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნაცისტ ლიდერ ადოლფ ფიტლერთან იყო შედარებული.
აიკრძალა ფოტოები, რომლებზეც პუტინს ჰიტლერის მსგავსი ულვაშები და ვარცხნილობა აქვს. აიკრძალა, ასევე საპროტესტო აქციებიდან ფოტოები ისეთი სლოგანებით, როგორიც არის - „პუტლერ კაპუტი“.
ამასთან, სასამართლომ აკრძალა ბლოგერ ილია ვარლამოვის ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულ ქალს პლაკატი უჭირავს წარწერით - „პუტლერ, დალიე შხამი...“
რუსეთის პროკურატურის განცხადებით, „გამოსახულებები უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებზე და ადამიანებს ტერორისტული საქმიანობისა და დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს.“