Loading data...
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

მათივე ცნობით, საუბრისას განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია.

როგორც მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, „მხარეებმა განიხილეს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია“.

რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, რუბიომ თანაგრძნობა გამოხატა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო.

ამასთან, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ტემი ბრიუსის განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ „რუსული მხარის თხოვნით“ სატელეფონო ზარი გამართა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან.

„სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მარკო რუბიო დღეს, რუსეთის თხოვნით, ელაპარაკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. მდივანმა რუბიომ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ, რათა მიღწეული იყოს მდგრადი მშვიდობა“ - წერია განცხადებაში.