Loading data...
რუსეთის საგარეო უწყება: ირანში ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს

„აშშ-ის მიერ ირანში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოსკოვი ვაშინგტონის ქმედებებს გმობს. 

„სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტებით და ბომბებით დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს ქარტიას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.