Loading data...
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-სა და ისრაელს ირანის რეჟიმის შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანში რეჟიმის იძულებით შეცვლის მცდელობასა და არაბ მეზობლებთან თეირანის ურთიერთობების ნორმალიზების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

„ნათელი გახდა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლის გარდა, რომელიც ხორციელდება ყველაზე არაკეთილსინდისიერი საშუალებებით, როგორიცაა სუვერენული სახელმწიფოს ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, ვაშინგტონი და თელ-ავივი ცდილობენ ირანსა და მის არაბ მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ჩაშლის პროვოცირებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო „ღრმა იმედგაცრუება“ გამოთქვა.