დმიტრი პესკოვი: კრემლი იმედგაცრუებულია აშშ-ირანის მოლაპარაკებების წარუმატებლობით
კრემლი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებში გამოცხადებული პროგრესის მიუხედავად, სიტუაცია გაუარესდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება ომანის შუამავლობით აშშ-სა და ირანს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუების გამოხატვა შეიძლება, რომ მოლაპარაკებებიდან მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ გამოსული ინფორმაციის მიუხედავად, ვითარება მაინც აგრესიის დონემდე გაუარესდა“, - აღნიშნავს პესკოვი.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი მუდმივ კონტაქტშია ირანის ხელმძღვანელობასთან.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ირანის ხელმძღვანელობასთან და განვიხილავთ ამ ქვეყნის გარშემო არსებულ ვითარებას. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას კონფლიქტით დაზარალებული ქვეყნების ხელმძღვანელობასთან“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.