Loading data...
რუსეთის საგარეო დაზვერვა იუწყება, რომ ევროკავშირი ფარულად ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს

„ევროკავშირი საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს, რათა რუსეთისგან თავი დაიცვას“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ნაცისტური იდეოლოგიის ბრიუსელი დაადგა გზას, რომელიც გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის და მასიური განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო სისტემის დანგრევას გამოიწვევს. მისი მიზანია აღმოსავლეთზე ახალი ლაშქრობის დაწყება “, - განაცხადეს რუსეთის სადაზვერვო უწყებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვა იუწყება, რომ ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ქმნის ილუზიას თითქოს ევროპა აშშ-ის „ბირთვული ქოლგის“ ქვეშ არის. სინამდვილეში კი მათ დროის მოგება სურთ საკუთარი იარაღის სამრეწველო ბაზის შესაქმნელად.

„მომავალში დაგეგმილია ბირთვული შეკავების საერთო ევროპული დოქტრინის გაფორმება, რომელიც ფრანგულ და ბრიტანულ სამხედრო-ტექნიკურ პოტენციალს ეფუძნება. ასევე იმ ქვეყნების ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ შენატანებს, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ გააჩნიათ“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო დაზვერვაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად გერმანიას, იტალიას, ჩეხეთს, ბელგიას, ნიდერლანდებს, შვედეთს და ესპანეთს უკვე აქვთ სამოქალაქო და სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი და დიდი რაოდენობით ბირთვული საწვავი, რომელიც ატომურ ელექტროსადგურებში გამოიყენება. მაგალითად, გერმანელ სპეციალისტებს ერთ თვეში შეუძლიათ მიიღონ აუცილებელი რაოდენობის სამხედრო პლუტონიუმი, ხოლო ერთ კვირაში ურანი, რომელიც ერთი ბირთვული ბომბის შესაქმნელად საკმარისია.

რუსეთის დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა კვლავ გამოავლინეს უპასუხისმგებლობა და უგუნურობა, რაც მათ რუსოფობიაში გამოიხატება.