1757494314
უცხოეთი
რუსეთის როსტოვის ოლქში თვითმფრინავი „ან-2“ ჩამოვარდა

რუსეთში თვითმფრინავი „ან-2“ ჩამოვარდა. საჰაერო ხომალდის პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას news.cn ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს ვოლგოდონსკის რაიონში ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი პილოტირების დროს დაშვებული შეცდომა გახდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.