Loading data...
რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში Starlink-ის ტერმინალების შეტანა აკრძალა

რუსეთის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში საზღვარგარეთის თანამგზავრების სიგნალების მიღების და გადაცემის საშუალებები. აკრძალვა Starlink-ის ტერმინალებსაც შეეხება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციაში იკრძალება რადიოელექტრონული საშუალებების შეტანა, რომლებიც კოსმოსური ობიექტებიდან, მათ შორის თანამგზავრებიდან სიგნალის მიღების და გადაცემის შესაძლებლობას ქმნის. დაშვებულია მხოლოდ ისეთი რადიოელექტრონული საშუალებები, რომლებსაც რადიოსიხშირეთა სახელმწიფო კომისიის შესაბამისი ნებართვა აქვთ“, - წერია დოკუმენტში.

რუსეთში ბოლო თვეებში ინტერნეტის სულ უფრო მეტი კონტენტისადმი მომხმარებლებს წვდომა ეზღუდებათ. ასევე ხელისუფლება მოსახლეობას VPN-ზე და Telegram-ის მესენჯერზე წვდომას უზღუდავს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ Telegram-ის სრული ბლოკირება მხოლოდ დროის ამბავია.

„ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის მოსახლეობის 80%-ს მობილური ინტერნეტისადმი წვდომის პრობლემა შეექმნა. RKS Global-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2028 წლისთვის რუსეთში ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ „თეთრ სიაში“ შემავალ პირებს და ორგანიზაციებს ექნებათ.