რუსეთის ყოფილი პრემიერი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეიყვანეს
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი და ეკონომისტი სერგეი გურიევი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ შეიყვანეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ FSB-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „იუკოსის“ ყოფილი თანამფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის და „ომის საწინააღმდეგო კომიტეტის“ სხვა დამფუძნებლების წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
შემდეგ კასიანოვი და გურიევი კომიტეტის წევრებს შორის დასახელდნენ.
გასულ კვირას ორგანიზაციის კიდევ ორი წევრი დაემატა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიას“ - პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი და ბიზნესმენი ბორის ზიმინი.
მიხეილ კასიანოვი რუსეთის ფედერაციის მთავრობას ვლადიმერ პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ხელმძღვანელობდა.
კასიანოვი 2004 წლის თებერვალში გაათავისუფლეს და მოგვიანებით ის ოპოზიციას შეუერთდა.
გურიევი 2004 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდე ახალი ეკონომიკური სკოლის რექტორის თანამდებობას იკავებდა.