1792694905
უცხოეთი
რუსეთის იერიში ზაპოროჟიესა და კიევის ოლქზე - დაიღუპა ორი ადამიანი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი მიხაილ სემიკინი ავრცელებს.
მისივე თქმით, თავდასხმა კერძო საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა.
„რუსეთმა ოჯახი დახოცა. დაღუპულია 37 წლის კაცი და 38 წლის ქალი“, - აცხადებს სემიკინი.
ამასთან, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს დრონებით შეუტიეს.
კიევის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დარტყმა დაფიქსირდა ადგილობრივი მაღაზიის მახლობლად ღია ტერიტორიაზე.
„აფეთქების ტალღამ დააზიანა კერძო სახლები, ასევე გზატკეცილზე მოძრავი მანქანები. არის ერთი დაშავებული“, - იტყობინება ტკაჩენკო ტელეგრამ არხზე.