1772911824
უცხოეთი
რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში აცხადებს, რომ რუსეთი მხარს უჭერს ირანს აშშ-სთან ომში
რუსეთის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინმა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ირანს შეერთებულ შტატებთან ომში. აღნიშნულის შესახებ მან ბრიტანული Sky News-ის ეთერში განაცხადა.
კელინმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში რუსეთი „ნეიტრალური არ არის“ და „ირანს უჭერს მხარს“.
„ჩვენ ძალიან ნეგატიურად ვართ განწყობილნი მიმდინარე მოვლენების მიმართ. ამჟამად, დასავლური ქვეყნების ლოგიკაა, რომ ყველაფერში ირანია დამნაშავე, მაგრამ არავინ ამბობს, რომ აშშ-მა და ისრაელმა დაიწყეს ირანზე თავდასხმა. ირანი კი მხოლოდ ამ თავდასხმას პასუხობს. ეს უბრალოდ უსამართლობაა“, - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.
მან, ასევე, დასძინა, რომ საუკეთესო სცენარი ომის „დაუყოვნებელი“ დასრულებაა.