რუსეთის დუმა ბავშვების გაშვილებას კრძალავს იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, სადაც სქესის შეცვლაა დაშვებული - TASS

რუსმა დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან ბავშვების შვილად აყვანას უკრძალავს იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც ნებადართულია სქესის შეცვლა. ამის შესახებ TASS წერს.
აღნიშნული კანონპროექტი რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატას დეპუტატთა ჯგუფმა მიმდინარე წლის ივლისში წარუდგინა სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით. კანონპროექტი პირველი მოსმენით 25 სექტემბერს მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საოჯახო კოდექსში დაემატება ნორმა იმის შესახებ, რომ მშვილებელი არ შეიძლება გახდეს იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც სამედიცინო ჩარევით სქესის შეცვლა დასაშვებია, მათ შორის, სქესის შესაცვლელად გამოყენებული ისეთი სამკურნალო პრეპარატებით.
„მათ შორის, ადამიანში პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება, ასევე საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხო ქვეყნის მოქალაქის სქესის შესახებ ცვლილებების შეტანა სამედიცინო ჩარევის არსებობის შემთხვევაშიც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.