რუსეთის არმიამ ოდესას დაარტყა
რუსეთის არმიამ ოდესას დაარტყა. უკვე ცნობილია სამი ადამიანის დაშავების შესახებ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა, - ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა.
მისი თქმით, დარტყმების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და გამოიწვია მასშტაბური ხანძრები. გარდა ამისა, დაზიანდა ქალაქის ცენტრში მდებარე ეკლესიის შენობა და საბავშვო ბაღი.
„საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ადამიანები გადაარჩინეს, მათ შორის ერთი ბავშვი. ბევრი მცხოვრები ევაკუირებული იქნა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე რთული ვითარება ჰაჯიბეის რაიონში ერთ-ერთ ადგილასაა, სადაც საცხოვრებელი შენობის ნაწილი დანგრეულია.
„შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ერთი წუთითაც არ წყდება. ადგილზე მუშაობს ყველა საგანგებო სამსახური და ოპერატიული შტაბი. ინფორმაცია ზუსტდება“, - დასძინა ლისაკმა.