Loading data...
რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჩერებს - „კიევმა დონბასიდან ჯარები უნდა გაიყვანოს“

„მოსკოვს, ვაშინგტონსა და კიევს შორის უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს აზრი არ აქვს, რადგან კიევმა შემდგომი პროგრესისთვის დონბასიდან ჯარები უნდა გაიყვანოს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. 

„ყველას ესმის, მათ შორის, ვიტყოდი, რომ უკრაინელ მომლაპარაკებლებსაც, რომ ახლა კიევმა მხოლოდ ერთი სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგას, რის შემდეგაც, პირველ რიგში, შეჩერდება ყველა საბრძოლო მოქმედება, ხოლო მეორე მხრივ, შეიქმნება პერსპექტივა მომავალი გრძელვადიანი დარეგულირების სერიოზული მსჯელობისთვის“, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ. 

როგორც იური უშაკოვმა აღნიშნა, სანამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარების გაყვანაზე არ დათანხმდება, „ერთმანეთის დარწმუნება დიდწილად დროის კარგვაა.“

ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით აშშ-ის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები თებერვლის ბოლოდან შეჩერებულია.

„ამერიკელი მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ახლა ირანთან ომის მოგვარებაზე არიან ორიენტირებულნი“, - წერს „მედუზა“.