Loading data...
რუსეთი რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპის უსაფრთხოებისთვის - ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ნატომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, მიტომ, რომ რუსეთი რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„რუსეთი დარჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის ევროპაში. დასავლეთმა უნდა მიიღოს ზომები თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, გერმანიამ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება გაუწია მიაწოდა, მათ შორის Leopard 2 ტანკები, პატრიოტის საზენიტო სისტემები და იარაღი.