Loading data...
რუსეთი ფინეთის საზღვარზე საფორტიფიკაციო ნაგებობებს ააშენებს

რუსეთი ფინეთის საზღვარზე საფორტიფიკაციო ნაგებობების აშენებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ცოტა ხნის წინ ფინეთის საზღვარზე ვიყავით. იქ სხვადასხვა კედლების და დამცავი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენ სახელმწიფო საზღვრის დაცვის საიმედოობა უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა მედვედევმა ქალაქ სვიატოგორსკში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო აქტივობის ზრდა შეინიშნება, მედვედევის თქმით, ნატოში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ რუსეთის მიერ საზღვრის მოწყობისადმი დამოკიდებულება შეიცვალა.

დიმიტრი მედვედევმა ასევე შეაფასა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა და მას სრული სისულელე უწოდა, რომელსაც მომავალში არანაირი შედეგი არ ექნება.