Loading data...
რუსეთი დრონებით კიევს უტევს

რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქს, კიევს, დრონებით უტევენ. ქალაქში აფეთქებების ხმები ისმის. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები დრონების იერიშებს იგერიებენ. კლიჩკომ მოუწოდა კიევში მყოფ ადამიანებს, რომ ბომბსაფარებს შეაფარონ თავი.

კლიჩკოს ინფორმაციით, დარნიცკის რაიონში დრონის ჩამოვარდნის შედეგად შენობა დაზიანდა.

წინა იერიში კიევის ოლქზე დრონებით 12 აგვისტოს დილით განხორციელდა. ბროვარის რაიონში საწყობებში ხანძარი გაჩნდა.