1774374683
უცხოეთი
რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს - UNIAN
„რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი ალექსეი გეტმანი.
როგორც გეტმანმა აღნიშნა, თუკი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტი განთავსდება, მაშინ ეს რუსეთის დრონების მართვის დიაპაზონს მნიშვნელოვნად გაზრდის.
მისივე თქმით, თანამგზავრული კომუნიკაციის გარეშე ოპერატორს არ შეუძლია დრონის ეფექტურად მართვა დიდ მანძილზე და თუ რუსეთი ასეთ ანტენებს ბელარუსში განათავსებს, ის დრონების მართვის ზონას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ამასთან, გეტმანის განმარტებით, ბელარუსში ასეთი სისტემების განლაგება კიევისა და სასაზღვრო რეგიონებისთვის დამატებით რისკებს ქმნის, რადგან ეს დრონების დამიზნებას ამარტივებს.