Loading data...
რუსებმა ყირიმის ხიდი გადაკეტეს

7 აგვისტოს ღამეს ყირიმის ხიდი გადაკეტეს. აღნიშნულის შესახებ „ყირიმის ხიდი - ოპერატიული ინფორმაცია“ ტელეგრამზე იტყობინება. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაადგილება ხიდზე დროებით შეჩერებულია. 

„ვთხოვთ შემოწმების ზონაში მყოფებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაიცვან სატრანსპორტო უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია რა მოტივით გადაკეტეს ხიდი რუსებმა.