1768288659
უცხოეთი
რუსების მორიგი იერიში ოდესაზე - „დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები, საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი“
რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანეს.
როგორც ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ტელეგრამზე იტყობინება, ოდესა კვლავ გახდა რუსული დრონების ინტენსიური თავდასხმის ობიექტი, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
მისი თქმით, ღამით მომხდარმა მასშტაბურმა დარტყმამ დააზიანა ენერგეტიკული ობიექტები, საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი, გასართობი პარკი, ლიცეუმი, ფიტნეს ცენტრი და ავტომობილები.
კიპერის თქმით, დაშავებულებს შორის 35-დან 68 წლამდე ასაკის ადამიანები არიან, რომელთაგან ორი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.