Loading data...
„რუსები ომზე უარს არ ამბობენ და შეტევისთვის ემზადებიან“ - ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა.

ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინული ბრიგადები სათანადოდ იყვნენ მომარაგებული. 

„დონეცკის ოლქი ჩვენი მიწაა. დრუჟკოვკა, კრამატორსკი, სლავიანსკი და სხვა ქალაქები ჩვენია. რუსები ომზე უარს არ ამბობენ და აქ, დონეცკში, გაზაფხულზე შეტევისთვის ემზადებიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები ძლიერი დარჩეს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიგადებს საკმარისი მარაგი ჰქონდეთ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.