1752243239
უცხოეთი
რუმინეთში ტაქსის მძღოლი დააჯარიმეს, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა

ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუმინეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაჩიან ჩოლოსს ტრანსპორტირებაზე უარი უთხრა, დააჯარიმეს.
ყოფილმა პრემიერმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც ტაქსის მძღოლმა აეროპორტიდან მის ტრანსპორტირებაზე უარი თქვა.
დოკუმენტების შემოწმების დროს ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა რუმინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაყვანაზე, რადგან მისი მანქანა ტაქსის რიგში მეორე ადგილზე იყო და „წესები რიგის მიღმა გასვლის უფლებას არ იძლეოდა.“
სამართალდამცველებმა ტაქსის მძღოლი დამნაშავედ ცნეს და 500 რუმინული ლეუს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. კაცს ტაქსის მძღოლის მოწმობაც ჩამოართვეს.
ინფორმაციისთვის, დაჩიან ჩოლოსი რუმინეთის პრემიერ-მინისტრი იყო 2015-2017 წლებში იყო.